კომისიის შიში
10 000-ლარიანი გირაო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის - საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. მანამდე კი მას ბრალი პროკურატურამ წარუდგინა. გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე სამ აპრილს დაიბარეს, მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ნიკა გვარამიაც. ამ შემთხვევაშიც საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას.
