დღეს მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა
დღეს მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა. ღონისძიება გაიმართა განათლების სამინისტროში. მანდატურებს განათლების მინისტრმა უმასპინძლა და მათ მადლობის სიგელები გადასცა. პროფესიული დღე საკუთარ თანამშრომლებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმაც მიულოცა.
