„ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები“
ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაზე, სახელწოდებით „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები“ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშემწყობი ფაქტორები, ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულებები და მსხვილი პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. ფორუმში მონაწილეობა მიიღო პირველმა ვიცე-პრემიერმა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 6 პროცენტია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მსოფლიო მასშტაბით. მისივე თქმით, საქართველოს ბიზნესკლიმატი და გარემო მკაფიოდ არის გამოხატული საერთაშორისო რეიტინგებში, იზრდება ინვესტორების დაინტერესება, მათ შორის, „შუა დერეფანთან“ მიმართებაშიც და საქართველოს მთავრობის ამოცანაა, ხელი შეუწყოსც ისეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, როგორიცაა, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტები.