პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭი უყარეს პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭი უყარეს პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს. დოკუმენტში წერია, რომ დემოკრატიული კონსტიტუციური წეს-წყობილების დაცვას ემსახურება იმგვარი პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის აკრძალვა, რომლის მიზანია, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.