საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა
საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა. მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. ოპოზიციას კი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების აკრძალვის შესახებ, ოქტომბრამდე შევა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე განხილული საქმეები ფარსია. აფრასიძეების საქმეზე გიორგი ბარამიძემ დღეს ხუმრობაც სცადა.
