მაიკ ბენცის განცხადებით, USAID-ის კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სასამართლო სისტემის, მოსამართლეებისა და პროკურორების კონტროლს ისახავს მიზნად
მაიკ ბენცის განცხადებით, USAID-ის კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სასამართლო სისტემის, მოსამართლეებისა და პროკურორების კონტროლს ისახავს მიზნად. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, კონტროლის ამ ბერკეტს მიმართეს უკრაინაშიც. მაიკ ბენცის განმარტებით, USAID-გან ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ უკრაინის იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.
