ჩეხეთის მთავრობა შიშობს, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინელი მებრძოლების მიგრაცია ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის
ჩეხეთის მთავრობა შიშობს, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინელი მებრძოლების მიგრაცია ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის. ევროაქტივი წერს, რომ ჩეხეთში 380 ათასი უკრაინელი ლტოლვილია, მათგან უმეტესობა ქალი და ბავშვია, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კი, გამორიცხული არ არის, რომ ოჯახის წევრებთან ჩეხეთში ჩავლენ საბრძოლო გამოცდილების მქონე მამაკაცები. ჩეხეთის უშიშროების სამსახური ქვეყნის მთავრობას აფრთხილებს, რომ ტრავმირებული მიგრანტების შემოდინება, ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევა იქნება.
