მაიკ ბენცი: საქართველოში ამერიკული ფარას მსგავსი კანონმდებლობის ინიციირების საპასუხოდ, USAID-იმ ამბოხებების მოწყობა სცადა და საპროტესტო აქციების ორგანიზება შეძლო
საქართველოში ამერიკული ფარას მსგავსი კანონმდებლობის ინიციირების საპასუხოდ, USAID-იმ ამბოხებების მოწყობა სცადა და საპროტესტო აქციების ორგანიზება შეძლო - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი მაიკ ბენცი. მისი თქმით, სწორედ USAID-ის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, რადგან მიღებული გრანტების გამჭვირვალობა არ სურთ. მაიკ ბენცის თქმით, USAID-ის არასამთავრობოების ქსელი, ფერადი რევოლუციების ამავე სახელმძღვანელოს ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იყენებს.
