სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი და ელექტრო სასწორები ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
