შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ექვსი ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ექვსი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ერთ ერთი ბარის მფლობელს დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა, ბარში შესულ მოქალაქეებს, თაღლითურად აკისრებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას. უწყების ცნობით, გადახდაზე უარის შემთხვევაში, თანამშრომლები მომხმარებელზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაული ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
