პარლამენტმა მუშაობა დაიწყო კანონპროექტზე, რომელიც უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების დაბრუნებას ეხება
პარლამენტმა მუშაობა დაიწყო კანონპროექტზე, რომელიც უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების დაბრუნებას ეხება. განათლების კომიტეტის წევრებმა მოქალაქეების ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის საკანონმდებლო წინადადება გაიზიარეს. გოგოლაშვილმა ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის მიერ 2005 წელს სკოლის სასწავლო პროგრამაში ქართული ენის სწავლების საათების შემცირებასა და უნივერსიტეტებში გაუქმებაზე. მან დეპუტატებს 2008 წელს მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილი წერილიც გააცნო.