პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი. დოკუმენტში წერია, რომ დემოკრატიული კონსტიტუციური წეს- წყობილების დაცვას ემსახურება იმგვარი პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის აკრძალვა, რომლის მიზანია, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დეპუტატებმა განიხილეს უცხოური გრანტების გაცემის წესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები.