გიორგი გახარიას მოსმენას ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე
გიორგი გახარიას მოსმენას ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე. პირველი კანონმდებელი სოციალურ ქსელში აზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომელიც 2021 წლის 18 თებერვლით თარიღდება. შალვა პაპუაშვილის წერს, რომ პასუხისგან თავის არიდების მრავალი მცდელობის მიუხედავად, გიორგი გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ ის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოქმედებდა არა პარლამენტის მიერ მინიჭებული მანდატით, არამედ ფარულად, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით.
