დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს ორი მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალურ დაფინანსებას გაუყინავს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს ორი მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალურ დაფინანსებას გაუყინავს. გადაწყვეტილება სასწავლებლის მიერ განათლების დეპარტამენტის მოთხოვნაზე უარის შემდეგ გამოცხადდა, უწყება უნივერსიტეტისგან პროფესორ მასწავლებლების დასაქმებას არა აქტივიზმის, არამედ დამსახურებით ითხოვს. ასევე მოუწოდებს შეწყვიტოს რასის, კანის ფერის ან ეროვნული წარმომავლობის საფუძველზე ყველა პრეფერენცია და შეამოწმოს საერთაშორისო სტუდენტები, წესების დამრღვევთა შესახებ კი საიმიგრაციო ორგანოებს აცნობოს.
