როიტერი: დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემების შესაძენად გაყინული, რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადასცა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემების შესაძენად გაყინული, რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადასცა, ცნობას სააგენტო "როიტერი" გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტრანში, 50 მილიარდი დოლარის ოდენობით გაფართოებული საერთაშორისო საკრედიტო პროგრამის ნაწილია, რომელიც შარშან, დიდი შვიდეულის სამიტზე შეათანხმეს.