ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შვეიცარიულ ავიაკომპანია "ედელვაისთან" ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში შვეიცარიელ ჟურნალისტებს მასპინძლობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შვეიცარიულ ავიაკომპანია ედელვაისთან ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში შვეიცარიელ ჟურნალისტებს მასპინძლობს. ისინი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. შვეიცარიული მედიის წარმომადგენლები თბილისში, უფლისციხესა და მცხეთაში იმყოფებოდნენ. ჟურნალისტები და ბლოგერები კახეთს ეწვევიან.
