საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდება
საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გახანგრძლივდება. საკითხი კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა დააყენა, გადაწყვეტილება კი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობის შემდეგ მიიღეს. მმართველი გუნდის განცხადებით, კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებით კოლექტიურ ნაცმოძრაობას მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველი ხალხი აგენტურულ პარტიებს საკადრის პასუხს გასცემს, რის შემდეგაც მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი "ნაც.მოძრაობისა" და მისი სატელიტების აკრძალვის თაობაზე.
