პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას მოსმენას ეხმიანება
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მოსმენას ეხმიანება. პირველი კანონმდებელი აზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუქზე 2021 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტსაც. შალვა პაპუაშვილის წერს, რომ პასუხისგან თავის არიდების მრავალი მცდელობის მიუხედავად, გიორგი გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ ის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოქმედებდა არა საქართველოს პარლამენტის მიერ მინიჭებული მანდატით, არამედ ფარულად, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით.
