კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობას განაგრძობს
კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობას განაგრძობს. საქართველოს ტერიტორიის 86% უკვე სრულად არის დაფარული თანამედროვე მონიტორინგის სადგურებით, რომლებიც იძლევა ინფორმაციას მოსალოდნელი ნალექის და საფრთხეების შესახებ. დაგეგმილია, რომ მომავალ წელს მსოფლიო მეტეოროლოგიური სტანდარტების სრული შესაბამისობით, ქვეყნის 99% დაიფაროს თანამედროვე მონიტორინგის სისტემით.