საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საფრანგეთის მეცნიერთა დელეგაცია ეწვია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საფრანგეთის მეცნიერთა დელეგაცია ეწვია. 12-კაციანი ჯგუფის ვიზიტი ქართულ-ფრანგული ორმაგი დიპლომების გადაცემას უკავშირდება. ტექნიკური უნივერსიტეტი მსურველებს სთავაზობს ორდიპლომიან სამაგისტრო პროგრამას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ამ პროგრამის ხუთი კურსდამთავრებულისათვის ფრანგული დიპლომების საზეიმო გადაცემა.
