ისტერიის გაღვივება და მასობრივი სიძულვილის სამიზნეების შექმნა
ისტერიის გაღვივება და მასობრივი სიძულვილის სამიზნეების შექმნა - პარლამენტის თავმჯდომარე ენჯეო სექტორის, ოპოზიციის პარტიული მედიის და სამოქალაქო აქტივისტების ბრძოლის მთავარ ტაქტიკაზე საუბრობს. მმართველი გუნდი ისევ დონორების პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს. მათი თქმით, სიძულვილის და ზიზღის კამპანია, რომელიც რამდენიმე „ენჯეოს“ მხრიდან არის მართული, სწორედ დონორების ხელშეწყობით მიმდინარეობს. მათ მიმართ დასმული ყველა კითხვა კი ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.
