მაიკ ბენცის განცხადება
მაიკ ბენცის განცხადებით, USAID-ის პროგრამა „არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმი“ აერთიანებს ასობით არასამთავრობო ორგანიზაციას და უცხო ქვეყნებში პოლიტიკური პროცესების, მათ შორის არჩევნების კონტროლის მიზნით გამოიყენება. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსნის განმარტებით, ამ პროგრამის ფარგლებში ავტორიტარულ რეჟიმად მიიჩნევა ის, ვინც USAID-ის არ მოსწონს, ხოლო დემოკრატიულ ძალას მხოლოდ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ძალები წარმოადგენენ. მაიკ ბენცის თქმით, ეს კლასიკური სქემა, USAID-ის მიერ უცხო ქვეყნებში ხელისუფლებების შეცვლის ოპერაციის ნაწილია.
