იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება. პროექტში წერია რომ დემოკრატიული კონსტიტუციური წესწყობილების დაცვას ემსახურება იმგვარი პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის აკრძალვა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.