საქართველოში, ჩეხეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან
საქართველოში, ჩეხეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან. ჩეხი ტუროპერატორები ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. გაცნობითი ტური თურქეთის ავიახაზებთან თანამშრომლობით ტარდება. ჩეხეთიდან ექვსი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებმა თბილისისა და მცხეთის ნახვის შემდეგ კახეთში წინანდალი, ხოლო შიდა ქართლში უფლისციხე დაათვალიერეს. ისინი საქართველოს კულტურულ, კულინარიულ და ღვინის ტურიზმს გაეცნენ.
