პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. „გრან პალეს“ სასახლეში ქართული საფესტივალო ღონისძიებების პროგრამა კონცერტით დაიხურა. „პოეზია, როგორც მუსიკის ინსპირაცია” ამ სახელწოდებით პარიზის წიგნის ფესტივალის სტუმრებისთვის ქართული და მსოფლიო მუსიკის სასიმღერო ნიმუშები ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს. საქართველო სამი დღის განმავლობაში მონაწილეობდა ისტორიულ სასახლეში გამართულ წიგნის ფესტივალზე.