ევროპის თასი იუნიორ ძიუდოისტებს შორის
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მიმდინარეობს ევროპის თასი იუნიორ ძიუდოისტებს შორის, რომელშიც ჯამში 15 ქვეყნის, 340 სპორტსმენი გამოდის. ევროპის თასზე დღეს 50 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. აქედან 15 მათგანი მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. ხოლო ოქროს მედლის მოგების შანსი, 3 ვაჟ და 3 გოგონა ძიუდოისტს აქვს. ტურნირი დღეს დასრულდება.
