სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში კურაშის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში კურაშის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, უზბეკეთის სპორტის მინისტრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 20 ქვეყნის 212 ათლეტი იღებს, საქართველოს ღირსებას კი 59 სპორტსმენი იცავს. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 11 ოქროს, 5 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
