საფრანგეთის მთავრობის რეიტინგი ეცემა
საფრანგეთის მთავრობის რეიტინგი ეცემა. გამოკითხვის მიხედვით, რომელიც კომპანია „იფსოსმა“ ჩაატარა, პრემიერ ბაირუს მოღვაწეობას უარყოფითად რესპოდენტთა 67% აფასებს. ისევ დაეცა პრეზიდენტ მაკრონის რეიტინგი, რომლის საქმიანობითაც უკმაყოფილო გამოკითხულთა 70%-ია. 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციურ კანდიდატთა შორის „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარე ჟორდან ბარდელა ლიდერობს, რომელსაც 34%-იანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილზე 33%-ით პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი მარინ ლეპენია. მესამე პოზიციას კი ხმათა 31%-ით ყოფილი პრემიერ მინისტრი ედუარდ ფილიპი იკავებს. გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 9-10 აპრილს ჩატარდა.
