ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გამო მსოფლიოში ფინანსური და ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი
ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გამო მსოფლიოში ფინანსური და ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი. ამის შესახებ გერმანიის მომავალმა კანცლერმა გამოცემა „ჰანდელს ბლატს“ გაუცხადა. ფრიდრიხ ჰერცმა იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ტრანს ატლანტიკური შეთანხმება შედგება და ტარიფები განულდება, თუმცა როგორც გერმანიის მთავრობის მომავალმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, ევროკავშირი პრობლემებისთვის სათანადოდ უნდა მოემზადოს და მესამე ქვეყნების ბაზარზე უნდა ფოკუსირდეს.
