გერმანია რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება და ჯარების გადაიარაღებაზე მუშაობს
გერმანია რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება და ჯარების გადაიარაღებაზე მუშაობს. განუცხადა ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა კარსტენ ბროიერმა გამოცემა „ველტს“. როგორც სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, პუტინი შეიარაღებულ ძალებს მაღალი ტემპით ზრდის და მის მიზანს ნატოს განადგურება წარმოადგენს. „2029 წლისთვის რუსეთს საკმარისი რესურსი ექნება ნატოს ტერიტორიაზე თავდასასხმელად, რასაც ალიანსი მომზადებული უნდა დახვდეს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო პოტენციალი. პირადად ჩემი ამოცანაა, საჩქაროდ უზრუნველყოთ ჩვენი ჯარების ოპერატიული მზადყოფნა და შეიარაღება. თუ საჭირო გახდება, უნდა შევიძინოთ შეიარაღება შეერთებული შტატებისგან“,- აღნიშნა ბროიერმა.