პესკოვი: პუტინისა და ტრამპის შეხვედრა აუცილებლად გაიმართება, თუმცა შესაბამის დროს
პუტინისა და ტრამპის შეხვედრა აუცილებლად გაიმართება, თუმცა შესაბამის დროს. ამის შესახებ კრემლის პრეს სპიკერმა რუსულ მედიას განუცხადა. როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, შეხვედრისთვის სათანადოდ მომზადებაა საჭირო. მისივე თქმით, გუშინ გამართული მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტსა და ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ მხარეებს შორის დაკარგული ნდობა აღდგეს.
