სუმში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგებს ითვლიან
სუმში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგებს ითვლიან. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას, 31 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 80-ზე მეტი. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ინფრასტრუქტურა, ასევე ადგილობრივი უნივერსიტეტის კონგრეს ცენტრი.
