თბილისის მერია გლდანის რაიონში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მოზარდის ოჯახს და ახლობლებს
თბილისის მერია გლდანის რაიონში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მოზარდის ოჯახს და ახლობლებს. განცხადებაში წერია, რომ ლიბანის ქუჩა ნომერ 22-ში არსებული ე.წ ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა. მერიაში აცხადებენ, რომ ვინაიდან კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და აღნიშნული შენობიდან გასვლა.
