პარლამენტში ხვალ დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება
პარლამენტში ხვალ დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დაბარებულია გიორგი გახარია. კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან და ყოფილ პრემიერთან, თანამდებობებზე ყოფნის დროს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. საუბარია მათ შორის 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.
