დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო შეერთებულ შტატებში ავტომობილების ღირებულების ზრდა და მათი რეალიზაციის კლებაა მოსალოდნელი
დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო შეერთებულ შტატებში ავტომობილების ღირებულების ზრდა და მათი რეალიზაციის კლებაა მოსალოდნელი. როგორც „ენ ბი სი ნიუსს“ პროფილურმა ექსპერტებმა განუცხადეს, ავტომობილების წარმოება შესაძლოა მილიონი ერთეულით შემცირდეს, რაც ავტო მწარმოებლების ხარჯებს 100-ი მილიარდი დოლარით გაზრდის. შედეგად, ფასები მოიმატებს როგორც ახალ, ისე მეორად ავტომობილებზე.
