ღაზაში მძევლად აყვანილთა ოჯახებმა პასექის დღესასწაული აღნიშნეს
ღაზაში მძევლად აყვანილთა ოჯახებმა პასექის დღესასწაული აღნიშნეს. აქციების მონაწილეებთან ერთად მათ ისრაელის პრემიერ მინისტრს მოუწოდეს, მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ მოლაპარაკებები აწარმოონ. ისრაელმა მარტის თვეში ღაზაში სამხედრო ოპერაცია განაახლა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ოპერაცია მანამდე გაგრძელდება, სანამ „ჰამასი“ დარჩენილ 59 მძევალს არ გაათავისუფლებს.
