მეუფე იაკობის ქადაგება
საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ქადაგების დროს ისაუბრა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ვითარებაზე, ასევე სანქციებთან დაკავშირებით. თქვა, რომ არიან ზოგიერთი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ და მოუწოდა მათ ნუ გახდებიან ქვეყნის მოღალატეები. მეუფემ აქცენტი გააკეთა მშვიდობის მნიშვნელობაზე.