სერბეთში ხელისუფლების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
სერბეთში ხელისუფლების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პრეზიდენტ ვუჩიჩს მხარდაჭერა ბელგრადის ცენტრში შეკრებილმა მოქალაქეებმა გამოუცხადა. მხარდამჭერებს ვუჩიჩმა სიტყვით მიმართა. როგორც სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ის შიდა და გარე ძალებს რევოლუციის მოწყობისა და ქვეყნის განადგურების უფლებას არ მისცემს. ანტი სახელისუფლო აქციები სერბეთში უკვე რამდენიმე თვეა იმართება. მიზეზი ნოვი სადის რკინიგზის სადგურის ჭერის ჩამონგრევა გახდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
