საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება შვეიცარიულმა ავიაკომპანია „ედელვეისმა“ დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება შვეიცარიულმა ავიაკომპანია „ედელვეისმა“ დაიწყო. პირველი ფრენა, ციურიხიდან თბილისის მიმართულებით შესრულდა. პირველი პირდაპირი რეისით ჩამოვიდნენ შვეიცარიული მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იმოგზაურებენ. მოამზადებენ საქართველოს შესახებ სტატიებს. ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.
