პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალ განაახლებს
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალ განაახლებს. კომისიის წევრებმა განხილეს არაერთი მძიმე დანაშაული, რომელიც ნაცმოძრაობის რეჟიმს უკავშირდება. ხვალ სხდომაზე მიწვეულია გიორგი გახარია. კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან და ყოფილ პრემიერთან, თანამდებობებზე ყოფნის დროს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.
