ახალგაზრდული ევროპის თასი
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მიმდინარეობს ევროპის თასი იუნიორ ძიუდოისტებს შორის,რომელშიც ჯამში 15 ქვეყნის 340 სპორტსმენი გამოდის. პირველი დღე საკმაოდ წარმატებული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის. მათ ჯამში 5 მედალი მოიპოვეს. ცოტნე იჩქიტიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, საბა ბოლქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ბაჩო გიგანი, ზურაბ გოგაძე და მარიამ გულიაშვილი ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ. ევროპის თასი თბილისში ხვალ დასრულდება. მანამდე კი ტატამზე 50-ზე მეტი ქართველი სპორტსმენი გამოვა
