თვითმმართველობის არჩევნები
თვითმმართველობის არჩევნებამდე დრო მცირდება, ოპოზიციის პოზიციები კვლავ გაურკვეველია. ნაწილი ბოიკოტის პირველ ჩვენებას მიყვება, მეორე ნაწილი კი არ ჩქარობს საარჩევნო მარათონიდან გამოთიშვას. ეს გაურკვევლობა კი ოპოზიციურ რიგებში დაპირისპირების ბზარებს ზრდის. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიები დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, რადგან უცხოელი პატრონების ნებართვის მოლოდინში არიან. პრემიერი აცხადებს, რომ მონაწილეობის მიღების შემთხვევაში ოპონენტები 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდებოდნენ და ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ მეათე საიუბილეო გამარჯვება
