ანტალიის დიპლომატიის ფორუმი
ომისა და მშვიდობის თანამედროვე ეპოქაში დიპლომატიას განსაკუთრებული მისია უნდა ჰქონდეს, სწორედ მასზეა დამოკიდებული რთულად მოსაპოვებელი და კიდევ უფრო რთულად შესანარჩუნებელი მშვიდობის ფასი. ეს გამოცდილება საქართველომ ბოლო რამდენიმე წელი კიდევ უფრო კარგად გაითავისა და სწორედ ამ გამოცდილებითა და გამოწვევებით წარდგა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე. უნგრეთის პრემიერი, თურქეთის პრეზიდენტი, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი - ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრების დღევანდელი მოკლე ჩამონათვალია. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, საქართველომ ეს საერთაშორისო ტრიბუნა მაქსიმალურად გამოიყენა პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებისთვის
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
