„ბენდელას“ სტადიონზე, ლეგენდარული ფეხბურთის მწვრთნელის და მეცნიერის, ელგუჯა გუგუშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფეხბურთო მატჩი გაიმართა
„ბენდელას“ სტადიონზე, ლეგენდარული ფეხბურთის მწვრთნელის და მეცნიერის, ელგუჯა გუგუშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფეხბურთო მატჩი გაიმართა. მატჩში ერთმანეთს დამსახურებული მწვრთნელის ყოფილი შეგირდები და სპორტის ჟურნალისტები შეხვდნენ. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა. ელგუჯა გუგუშვილი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს, თურქმენეთის, საბერძნეთის კლუბების და თურქმენეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. არის საქართველოს ეროვნული აკადემიის და ნიუ იორკის აკადემიის წევრი. ასევე დაჯილდოებულია სპორტის რაინდის წოდებით
