შეერთებული შტატები უკრაინისგან იმ გაზსადენზე კონტროლის გადაცემას მოითხოვს, რომლითაც ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა
შეერთებული შტატები უკრაინისგან იმ გაზსადენზე კონტროლის გადაცემას მოითხოვს, რომლითაც ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა. წერს „როიტერი“ და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონმა ეს პირობა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტის განხილვის ფარგლებში დააყენა. „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ვაშინგტონმა კიევს, რუსული კომპანია, „გაზპრომის“ გაზსადენზე კონტროლი, შტატების საერთაშორისო დაფინანსების კორპორაციისთვის გადაცემა მოსთხოვა
