ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა
ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა. სასამართლომ წარდგენილი ბრალდებები ფალსიფიცირებულად ჩათვალა. საქმე ეხება ზაზა ოქუაშვილის მიერ 2018 წლის 30 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებებს. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს ოთხი მილიონი დოლარის გამოძალვაში სდებდა ბრალს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტები და მათი მოთხოვნები არა საკმარის მტკიცებულებად და ფალსიფიცირებულად მიიჩნია. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ მთავარ პრეტენზიებს მუქარას, უკანონო შეთქმულებასა და არა კეთილსინდისიერ ხელშეწყობას არ გააჩნდა სერიოზული სამართლებრივი საფუძველი და ხშირ შემთხვევაში იყო გამოგონილი. სასამართლომ ამ ბრალდებებს ვადაგასული და არსობრივად მცდარი უწოდა. ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება