ევროლიგაზე კარგი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ
ევროლიგაზე კარგი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბარსელონას წინააღმდეგ ყველაზე მეტი, 17 ქულა ჩააგდო. მან 28 წუთში ბურთი ერთხელ მოხსნა და 2 ჩაჭრა შეასრულა. ის ამ შედეგით თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. მატჩი კი კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით: 91-87 დასრულდა
