ათენში სარკინიგზო სადგურზე აფეთქება მოხდა
ათენში სარკინიგზო სადგურზე აფეთქება მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, არავინ დაშვებულა. მოსალოდნელი აფეთქების შესახებ გამაფრთხილებელი ცნობა ორმა ადგილობრივმა მედია საშუალებამ მიიღო. მათ ტელეფონით აცნობეს, რომ სადგურზე აფეთქება იგეგმებოდა. პოლიციამ სასწრაფო ევაკუაცია გამოაცხადა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. დაწყებულია გამოძიება
