მთაწმინდის ფერდზე „თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენის და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართა
მთაწმინდის ფერდზე „თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენის და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულ პროექტს 2020 წლიდან, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" სრულად აფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს 700-ი ათასი ნერგის დარგვას, საიდანაც 400 000-ზე მეტი უკვე დარგეს. ასევე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის განვითარება, საფეხმავლო და ველობილიკების კეთილმოწყობა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო.
