რძის პროდუქტების უსაფრთხოება
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძეში “აფლა ტოქსინის” აღმოჩენის საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. ზურაბ ჩეკურაშვილი განმარტავს, რომ პროდუქტი სადაც დარღვევა გამოვლინდა, ქსელიდან დაუყოვნებლივ ამოიღეს. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საბაჟო სამსახურმა იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე კონტროლიც გაამკაცრა.